თორნიკე ჭეიშვილი – ოპოზიციის ალიანსზე: ალიანსი ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა
“ალიანსი ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ვხედავთ, თუ როგორ ჩამოიშალა ე.წ. ალიანსი, კვაზიალიანსი, რომელიც თავიდან დიდი ზარ-ზეიმით შექმნეს. ჩამოიშალა იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ რადიკალებმა ვერ შეძლეს საკუთარი პოლიტიკური ეგოს დათრგუნვა. და რაც მთავარია, ისინი საზოგადოების წინაშე იმთავითვე წაგებულ მდგომარეობაში იყვნენ, ვინაიდან მათი მიზნები თავიდანვე ანტისახელმწიფოებრივი იყო”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.