„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვეტერანთა მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს”

ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ამ თანამდებობაზე დავნიშნულიყავი, რადგან კარგად ვიცი ის პრობლემები, რა პრობლემებიც ვეტერანებს აქვთ , – ამის შესახებ ვეტერანთა საქმეების სამსახურის ახლად დანიშნულმა უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა.
როგორც შიხიაშვილმა დღეს გამართულ პრენსკონფერენციაზე აღნიშნა, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ვეტერანების მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს.
“ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ვეტერანისთვის, ძალიან დიდი პატივია ის ნდობა, რომელიც გამომიცხადა პრემიერმა და მისმა გუნდმა. დიდი ხნის განმავლობაში ვეტერანთა პრობლემები თაროზე იყო შემოდებული და არ იყო ჯეროვანი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. ძალებს არ დავიშურებთ, რომ გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა. რაც მთავარია, ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, უმნიშვნელოვანესია დამთავრდეს ვეტერანების წარსულის ტკივილით ცხოვრება. მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნდნენ ისინი აწმყოში და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიექცეს როგორც ჯანდაცვის, ასევე სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები