„პრეზიდენტი ჯიუტია მაგრამ შეიძლება მან გაეროში წასვლა გადაიფიქროს“
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის მტკიცებით, პრეზიდენტი საკმაოდ ჯიუტია იმისთვის, რომ გაეროს ასამბლეაზე წასვლა გადაიფიქროს.
როგორც მაჭავარიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთადერთი, რამაც შეიძლება პრეზიდენტს გაეროს ასამბლეაზე წასვლა გადააფიქრებინოს, მისი და პრემიერ ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა იქნება. მაჭავარიანის აზრით, პრემიერმა პრეზიდენტს პირადად უნდა სთხოვოს, რომ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს.
„მე ვიცნობ პრეზიდენტ მარგველაშვილს და შემიძლია გითხრათ, რომ ის საკმაოდ ჯიუტი ადამიანია. ერთადერთი, რამაც შეიძლება მას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წასვლა გადააფიქრებინოს, მისი და პრემიერის პირისპირ შეხვედრა იქნება. პრემიერმა მას პირადად უნდა სთხოვოს, რომ მან გაეროს ასამბლეაზე წასვლა გადაიფიქროს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესია ნიუ-იორკში 26 სექტემბერს გაიმართება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Tb-e7hgG7JE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]