გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „გარისობა 2023“ დაესწრო
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „გარისობა 2023“ დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში,,მოეწყო სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა, ეთნობაზარი, სახელოვნებო განყოფილების ნამუშევრების, ეთნოგრაფიული და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების გამოფენა. ასევე, გაიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ტრადიციული კერძების დეგუსტაცია.
დღის ბოლოს გაიმართა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მუსიკალური კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ და ანსამბლი „ჩვენებურები“.
„დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „გარისობა2023“ აღვნიშნეთ, რის ფარგლებშიც გვქონდა შესაძლებლობა დაგვეჯილდოვებია საპატიო მოქალაქეები. გამოვავლინეთ ხუთი დამსახურებული ადამიანი. თითოეული მათგანის ისტორია და განვლილი ცხოვრების გზა მართლაც შთამბეჭდავია. ამაყი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი მათთვის ეს წოდება პირადად მიმელოცა.თითოეულ თეთრწყაროელს ვულოცავ „გარისობას“ ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა