ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა სოფელ გოგოლესუბანში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცველებს სავარაუდო ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავთ.