გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 სექტემბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 სექტემბერს, 05:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფელბში: მთა ვარცლა, კაიშაურები, სტეფანწმინდა, ჭოპორტი, სიონი, სნო, ჟებოტა და მიმდებარე სოფლებში.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სნო, ჯუთა, არშა, აჩხოტი, გაიბოტენი და მიმდებარე სოფლებში.
13:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, მისაქციელი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები