ირაკლი სესიაშვილი ე.წ. რეიდებს შესახებ: გარკვეულ გადაცდომებს უნდა ველოდოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესაიაშვილი დედაქალაქში მიმდინარე საპოლიციო – საკონტოროლო ღონისძიებების, ე.წ. რეიდების საკითხს ეხმაურება.
როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, კრიმინოგენური მდგომარეობა არ გაუარესებულა და რეიდები ეს არის ჯანსაღი, გლობალური პროცესი.
მისივე თქმით, ღონისძიებების მიზანი დანაშაულის შემცირება და მისი წინასწარ აღკვეთაა, ხოლო პროცესში გარკვეულ გადაცდომებს უნდა ველოდოთ. დეპუტატის განმარტებით, გადაცდომების შემთხვევაში კი ხელისუფლება შესაბამის ინსტრუქციებს შეიმუშავებს.

„ახალგაზრდობა, განსაკუთრებით ჯგუფები, რომლებსაც აქვთ გარკვეული მიდრეკილება ცივი იარაღის ან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების მიმართ, ასეთმა საკონტროლო პოლიციურმა ღონისძიებებმა მათზე ზეგავლენა მოახდინა და ისინი თავს შეიკავებენ სხვადასხვა ნივთების ტარებისა და გამოყენებისგან. ეს არ იქნება მუდმივი. ეს იქნება სხვადასხვა დროსა და სივრცეში, მათ არ ეცოდინებათ პოლიცია სად გააჩერებს და დაათვალიერებს. ეს გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს მითუმეტეს, რომ პოლიცია არამხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ შედის შიდა ქუჩებზე. ეს დანაშაულს გარკვეულწილად შემცირებს და წინასწარ აღკვეთს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მთავრი ყურადღება უნდა მიექცეს სამ ფაქტორს – რამდენად ადეკვატურია კანონმდებლობა, რამდენად კანონიერად მოქმედებს პოლიცია და რამდენად ატარებენ ისინი პრევენციულ ღინისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები