“ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენებას “თვითნებურ ქმედებას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს პარტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
საკითხთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს. “გვსურს, გამოვეხმაუროთ აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. გვინდა, ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელობასთან და პოლიტსაბჭოსთან. შესაბამისად, პარტიის ლიდერის გადაწყვეტილებით, 14 სექტემბერს 12:00 საათზე, გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც განიხილება აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თვითნებური ქმედება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”, – ნათქვამია პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები