დავით უსუფაშვილი: მეტი და მეტი ადამიანი სვამს კითხვას, თუ რას აკეთებს პარლამენტი

მეტი და მეტი ადამიანი სვამს კითხვას, თუ რას აკეთებს პარლამენტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატს პრესრელიზების მომზადება დაავალა და განმარტა, რომ მათი ადრესატი რიგითი ამომრჩეველი უნდა იყოს. უსუფაშვილის თქმით, ზოგჯერ დეპუტატებისთვისაც გაუგებარია, რა წერია კანონპროექტებზე თანდართულ განმარტებით ბარათში და მათი მომზადება ფორმალურ ხასიათს ატარებს. მისივე შეფასებით, ხშირ შემთხვევაში პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით არასწორი განმარტებები კეთდება და ადგილი აქვს შინაარსის ფაქტობრივი უზუსტობით გადმოცემის შემთხვევებს. სპეციალური პრესრელიზები პარლამენტში განსახილველი კანონპროექტების საკომიტეტო სხდომაზე გატანამდე მომზადდება და ის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. პრესრელიზებში რიგითი მოქალაქისათვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს ახსნილი, რას იხილავს პარლამენტი და რატომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები