დავით უსუფაშვილი დეპუტატებს გაუბრაზდა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე დეპუტატების ქცევამ გააბრაზა, რის შემდეგაც მან მანდატურებს საკუთარი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის უკმაყოფილება დეპუტატების მიერ ერთმანეთს შორის საუბარმა და უყურადღებობამ გამოიწვია. უსუფაშვილი საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა, როცა მის პარალელულად, გოგი თოფაძე და კახა ოქრიაშვილი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
უსუფაშვილმა თავდაპირველად კოლეგებს საუბრის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს მიმართა, მატი მოვალეობა შეესრულებინათ.
“თქვენ დასაჯდომად არ შემოსულხართ. თუ პატივისცემა არ აქვთ ხალხის, ავიღოთ ჯოხი და ამით ვიმუშაოთ”, – მიმართა უსუფაშვილმა მანდატურის თანამშრომლებს.