ლევან იზორია: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი თითქმის ასპროცენტიანია
წარსულთან შედარებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი თითქმის ასპროცენტიანია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა. მისივე თქმით, სამინისტრო ახლო მომავალში გეგმავს, სტატისტიკის მეთოდოლოგია დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ექსპერტებსაც გააცნოს.
“კითხვები დაისვა სტატისტიკის მეთოდოლოგიასთან, სიზუსტესთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთგზის განვმარტეთ, პირობაც მივეცით საზოგადოებას, რომ ყოველთვე მოხდებოდა სტატისტიკის გასაჯაროება და ვასრულებთ ამას. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით კი ვგეგმავთ, ახლო მომავალში ყველა დაინტერესებულ მხარეს შს სამინისტროში გაგაცნოთ ეს მეთოდოლოგია, მათ შორის ექსპერტებსაც, ვისაც აქვს კრიტიკული კითხვები და, შესაბამისად, საზოგადოება თქვენთან ერთად დაინახავს, ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი. წარსულთან შედარების თვალსაზრისით ვამბობ, რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, მათ შორის სამართალდარღვევათა გამოვლენის მაჩვენებელი, მათ შორის პოლიციელთა რიგებში თითქმის ასპროცენტიანია”, – განაცხადა ლევან იზორიამ.