მთიანი ყარაბაღის სომხური უმცირესობის წარმომადგენლები ევლახში აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდნენ.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკას მილი მეჯლისის დეპუტატი, რამინ მამედოვი წარმოადგენს.
მარტში ილჰამ ალიევმა ის ყარაბაღის სომეხ მაცხოვრებლებთან კონტაქტებზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა.
20 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანსა და მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელმძღანელობას შორის შეთანხმებად შედგა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი იყო “მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ აზერბაიჯანული მხარის მიერ წამოჭრილი საკითხები, აგრეთვე, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის საარსებო წყაროს უზრუნველყოფის საკითხები აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში, განიხილება ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ევლახში 2023 წლის 21 სექტემბერს და შემდგომ შეხვედრებში”.