“საპოლიციო რეგულირების სამართლის” სამაგისტრო პროგრამის განხორციელება ოქტომბრიდან დაიწყება
შსს-ს აკადემიის “საპოლიციო რეგულირების სამართლის” სამაგისტრო პროგრამის განხორციელება ოქტომბრიდან დაიწყება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ პროგრამა დღეს მედიას წარუდგინა. ლევან იზორიას თქმით, სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებით და ცოდნით აღჭურვილი საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები. სამაგისტრო პროგრამა უფასოა, ხოლო რეგიონებიდან ჩამოსული მაგისტრანტები აკადემიის საერთო საცხოვრებელში უფასოდ იცხოვრებენ.