ახალციხეში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა
ახალციხის ციხეზე ფონკლორის საერთაშორისო ფესტივალი კონცერტით გაიხსნა.
დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, ფინეთის და იტალიის წარმომადგენლებმა ქართული ფოლკლორული ნიმუშები წარმოადგინეს. ქართულად ამღერებული ევროპელების კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
ფესტივალში ევროპის 5 ქვეყნის გარდა ცნობილი ქართული ხალხური ანსამბლები მონაწილეობენ. ახალციხის ციხეზე კონცერტი სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა გახსნეს, რომლებმაც მსმენელს ადგილობრივი მესხური სიმღერა წარუდგინეს.
ფესტივალი კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.