საქართველოში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკანიანის განცხადებით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 9-11 სექტემბერს, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი ეწვევა.
როგორც მინისტრის მოადგილემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ავსტრიელ დიპლომატს შეხვედრები, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ექნება.