„დონეცკიდან და დონბასიდან საქართველოს 4 მოქალაქის ევაკუაცია მოხდება“
საგარეო საქმეთა სამინისტროს და უკრაინაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, დონეცკიდან და დონბასიდან საქართველოს 4 მოქალაქის ევაკუაცია მოხდება – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების დღიდან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივად არის კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან მთელ უკრაინაში, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში და ცდილობს მათ დახმარებას. “საერთო ჯამში, ჩვენი მცდელობების შედეგად დონეცკის და დონბასის ოლქებიდან საქართველოს ოთხმა მოქალაქემ გამოთქვა ევაკუაციის სურვილი და საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს მათ დასახმარებლად”, – განაცხადა ზალკალიანმა.