ტელეგრამის არხი – AteoBreaking-ი სავარაუდოდ სტეპანაკერტში გადაღებულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს.
არხი წერს, რომ კადრში საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან იერიშს დაექვემდებარა.
ამავდროულად, აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებები კატეგორიულად უარყოფენ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ფაქტებს და აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც ბაქოში აცხადებენ, ყარაბაღში ანტიტერორისტულ ღონისძიებებს ატარებს, რომელთა მიზანია სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება.
პარალელურად, სომხეთის პრემიერმა უშიშროების საბჭო მოიწვია.