დავით ზალკალიანი: გაეროში 2 დელეგაციის წასვლა საქართველოსთვის ზიანის მომტანი იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაეროში 2 დელეგაციის წასვლა საქართველოსთვის ზიანის მომტანი იქნება. მისივე განმარტებით, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სამიტზე ქვეყნის 2 უმაღლესი რანგის წარმომადგენელი გაემგზავროს.
„მინდა, ვიყო გულწრფელი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე გვქონდა პრეზიდენტთან და მის მრჩეველთან თენგიზ ფხალაძესთან კომუნიკაცია, თუმცა თვით უელსის სამიტზე ვერ მოხერხდა ამაზე საუბარი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ასამბლეაზე უნდა გაემგზავროს ერთი დელეგაცია. არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, როცა ქვეყნის 2 ლიდერი მიემგზავრება ერთ სამიტზე. მთავრობამ იმსჯელა ამ სამიტზე და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. გაერო-ს გენერალურ ასამბლეას თან ახლავს კლიმატის ცვლილებების სამიტი. ეს არის ერთ-ერთი რიგითი ღონისძიება. ამიტომ, ჩვენი ლოგიკა არის აქედან გამომდინარე, რომ უნდა გაემგზავროს პერმიერ-მინისტრი. ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 2 უმაღლესი რანგის ადამიანი გაემგზავროს სამიტზე. 2 დელეგაცია ძალიან სერიოზულად დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ თუ კომუნიკაცია შედგება პრეზიდენტთან, მიღებული იქნება სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები