გოგი მეშველიანი მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„დღეს ძალიან ხალისიანი დღეა. ყველა ერთი მიმართულებით სკოლისკენ მიდის . არდადეგების პერიოდში დაგროვილ ემოციებს ერთმანეთს უზიარებს და პოზიტიურად ხვდებიან ახალ სასწავლო წელს.
კიდევ უფრო განსაკუთრებულია ეს დღე პირველკლასელებისთვის, რომლებიც მათთვის უჩვეულო გარემოში მოხვდნენ და იწყებენ ცხოვრების ახალ გზას.
ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ბედნიერ, წარმატებულ და საინტერესო წელს გისურვებთ! „-აღნიშნულია გოგი მეშველიანის მილოცვაში.