“ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ფრაზა „ორმაგი სტანდარტი“ ყველაზე ნათლად გამოხატავს დღევანდელ დღეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ევროკავშირთან მიმართებით” – შალამბერიძე

“ყველაზე სამწუხარო ამ შემთხვევაში ის არის, რომ ფრაზა „ორმაგი სტანდარტი“ ყველაზე ნათლად გამოხატავს დღევანდელ დღეს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ევროკავშირთან მიმართებით”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, საელჩოები მთავრობას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე მიუთითებენ, რაც სირცხვილია.

ამასთან, შალამბერიძემ ბრიტანეთის საელჩოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დაფინანსების სურვილზეც ისაუბრა.

„ვნახეთ, როგორი რადიკალურად განწყობილნი არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მიემართებოდა ეს თანხები, შეფუთული იმით, რომ ისინი იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები. ყველამ კარგად ვიცით მათი ობიექტურობის შესახებ და ყველამ კარგად ვიცით, რომ თითოეული ეს არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენდა მხარეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ შესაბამისი რისკები გავთვალოთ, იმისა თუ როგორი დაფინანსება ექნებათ თუ არ ექნებათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს წინასაარჩევნოდ და შესაბამისად ვიმმოქმედოთ“, – განაცხადა შალმბერიძემ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები