ბაქოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა იმართება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში იმყოფება. 8-9 სექტემბერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეოთხე არაფორმალური დიალოგის ფარგლებში 7 წევრი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები იმართება.
როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, 8 სექტემბერს კახა კალაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრას დაესწრება.
შეხვედრაში ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი და ენერგოკომისარი გიუნტერ ოტინგერი, კომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე, უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის ინდუსტრიის მინისტრი იური პროდანი, მოლდოვეთის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ადრიან ქანდუ და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი მონაწილეობენ.
შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ენერგოუსაფრთხოებაზე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
მხარეები განიხილავენ „სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას, როგორც ევროპის ენერგომომარაგების ალტერნატიულ დერეფანს.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში ვიზიტს 9 სექტემბერს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები