მიხეილ სააკაშვილი: პუტინი საქართველოშიც გვიწყობდა ტერაქტებსა და პროვოკაციებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
როგორც მან უკრაინულ ტელეკომპანია „რიტერში“ სტუმრობისას განაცხადა, პუტინს დომბასზე კონტროლის დამყარება  და უკრაინული ჯარის განდევნა სურს.
„პუტინს სურს დომბასზე კონტროლის დამყარება, სურს უკრაინული ჯარის განდევნა და ყირიმთან დერეფნის გაკეთება. ამისთვის მარიოპოლი და დასახლებული პუნქტები სჭირდება.  ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლებას ეს კარგად ესმის. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს მშვიდობას, მთავარია, უკრაინის ხელისუფლება ხაფანგში არ გაებას, პუტინი საქართველოშიც გვიწყობდა ტერაქტებსა და პროვოკაციებს “, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები