სტიქია გურიაში – სამუშაოების შედეგად, ყველა ადმინისტრაციულ ცენტრთან საფეხმავლო და საავტომობილო გზა აღდგენილია

სტიქიის მე-7 დღეს გურიის რეგიონში სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყველა ადმინისტრაციულ ცენტრთან აღდგენილია როგორც საფეხმავლო, ასევე – საავტომობილო გზა.

სოფელ ხორეთში მიმდინარეობს დროებითი გზის მოწყობა; აღდგენილია ელექტროენერგია, წერტილოვანი შეზღუდვებია ბუნებრივი აირის მიწოდების კუთხით.

სტიქიისგან დაზარალებულები ამ დრომდე იღებენ ჰუმანიტაულ დახმარებას.

სოფელ წიაღობანში სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები