მაგანას ხეობაში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება
მაგანას ხეობაში მეწყრული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება, – ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
“დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვერტმფრენის საშუალებით.
დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე უშუალოდ მდინარის კალაპიტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით – მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.