საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან, რომელიც სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ და შტორმმა – “დანიილმა” გამოიწვია.
სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანია დაღუპული.
Kathimerini-ს ცნობით, თესალიაში ხალხი საკუთარ სახლში აღმოჩნდა ბლოკირებული, რადგან სახლების დატოვებას ვერ ახერხებს.
წაღებულია სახლები, განადგურდა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა და მოსავალი.
როგორც პროფესორმა, კატასტროფების მართვის ექსპერტმა, ეფთიმიოს ლეკკასმა განაცხადა, „არ მგონია, რომ გაცნობიერებული გვქონდეს ამ კატასტროფის მასშტაბები”.
დღეს დაზარალებულ რაიონებში ქვეყნის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს ელოდებიან.
თესალიის გუბერნატორმა, კოსტას აგორასტოსმა თქვა, რომ, მისი შეფასებით, ზარალი სამჯერ აღემატება ქვეყნისთვის 2020 წელს მიყენებულ ზარალს, როდესაც წყალდიდობის შედეგები სახელმწიფოს 700 მილიონი ევრო დაუჯდა.