გურიაში, სტიქიის ზონაში გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი მუშაობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გურიაში, სტიქიის ზონაში გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი დილიდან იმყოფება და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე  წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია.

“ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს სპეციალისტების ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სიტუაციის შესწავლას ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები