სტამბოლის ნაწილი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა – ორი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

სტამბოლის ცალკეული რაიონი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.

მედია წერს, რომ ძლიერი წვიმა ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო და გაძლიერდა არნავუტკოის და ბაშაქშეჰირის რაიონებში, რამაც გზები მდინარეებად აქცია.

სტამბოლის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ წყალდიდობის შედეგად ბაშაქშეჰირისა და კუჩუქჩეკმეჯის რაიონებში ორი ადამიანი დაიღუპა.

გუბერნატორმა, დავუთ გულმა მოსახლეობას სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდა და წყალდიდობის დროს გზებზე მოტოციკლეტის გამოყენებისგან თავის არიდება ურჩია.

ორივე რაიონის გზებზე ათობით ავტომანქანა აღმოჩნდა პარალიზებული.

ბაშაქშეჰირის რაიონის მერმა, იასინ ქართოღლუმ აღნიშნა, რომ ყავის სახლი ბაშაქშეჰირი ​დაიტბორა, მაგრამ შენობაში მყოფი ყველა ადამიანი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული და სახლებში გადაყვანილი.

წყალდიდობამ მეტროსადგურებიც დაზარალდა.

აგვისტოს ბოლოს სტამბოლის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ ქალაქის მოსახლეობას გვალვის საფრთხის გამო წყლის ზომიერად მოხმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები