ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა – დაბა ურეკში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
არსებულ სიტუაციას ადგილზე ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილე – ნიკა ბოლქვაძე, საკრებულოსა და მერის წარმომადგენლები გაეცნენ.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ოზურგეთის მერიასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.