“დღესვე შეეძლებათ გლეხებს, რომ დაზიანებული ყურძენი ჩაიბაროს სახელმწიფომ 90 თეთრად” – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული
“მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო სიტუაციების მაშველთა კორპუსთან ერთად მყისიერად გავიდნენ ადგილზე, რათა ჩართულიყვნენ გზების გაწმენდის პროცედურაში. ამ დროისთვის აღდგენილია ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი და გაწმენდილია გზები”, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, ალადაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დღესვე შეეძლებათ გლეხებს, რომ დაზიანებული ყურძენი ჩაიბაროს სახელმწიფომ 90 თეთრად ჩაიბაროს.
“მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო სიტუაციების მაშველთა კორპუსთან ერთად მყისიერად გავიდნენ ადგილზე, რათა ჩართულიყვნენ გზების გაწმენდის პროცედურაში. ამ დროისთვის აღდგენილია ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი და გაწმენდილია გზები”, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა კახეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, ალადაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
“რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, ზარალის დათვლის მუდმივმოქმედმა კომისიამ გუშინ გვიან ღამითვე დაიწყო მუშაობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზიანის დათვლა, მოხდება შესაბამისი პროცედურების გავლა და დავეხმარებით მოსახლეობას დაზიანებული სახლის სახურავების აღდგენაში.
რაც შეეხება მევენახეებს, თელავის, ახმეტის, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში დაისეტყვა ვენახები. რთველის შტაბთან კოორდინაციის შედეგად, მოხდა ღვინის ქარხნების გახსნა და დღესვე შეეძლებათ გლეხებს, რათა დაზიანებული ყურძენი ჩაიბაროს სახელმწიფომ 90 თეთრად.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო შესაბამისმა სამსახურმა კახეთის რეგიონში გუშინ გაისროლა 400-ზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი. თუ რატომ მოხდა აღნიშნული, ეგ უკვე სპეციალისტების საქმეა და სპეციალისტები გაარკვევენ”, – აცხადებს ალადაშვილი.
შეგახსენებთ, კახეთში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად დააზიანა.