ტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან „მრავალი თემა, მათ შორის რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი“ განიხილა და აღნიშნა, რომ აპირებს მასთან ერთად იმუშაოს.

„მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან მუშაობას რუსეთსა და უკრაინას შორის ამ სასაცილო, მაგრამ სასიკვდილო კონფლიქტის დასასრულებლად – ახლავე“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ TRUTH Social-ზე.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ერდოღანმა თურქეთში მიიწვია და თავის მხრივ, ის ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები