რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, პარტიის წევრი მინისტრები კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან განიხილავენ, დარჩებიან თუ არა ისინი დროებით მთავრობაში.
„ეს კოალიცია ლეგიტიმური აღარ არის, რადგან მისი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა. მომავალი პრეზიდენტი მაინც შემცვლის“, – აღნიშნა ჩოლაკუმ.
მანვე დასძინა, რომ მომავალი პრეზიდენტი, რომელიც 18 მაისს აირჩევა, „გადაწყვეტს იმ პარტიებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ პარლამენტში უმრავლესობის შექმნა, ვინ იქნება მთავრობაში და ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი“.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთში 4 მაისს გამართული ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ნაციონალისტმა კანდიდატმა, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა დაახლოებით 41%-ით მოიპოვა.