თორნიკე რიჟვაძე კასპიის ენერგეტიკის კლუბის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კასპიის ენერგეტიკის კლუბის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ტურიზმის, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის, ასევე მდგრადი განვითარების მიმართულებით იგეგმება.

უწყების ცნობით, კასპიის ენერგეტიკის კლუბი მსოფლიოს 70 ქვეყნის 5000-ზე მეტ ენერგეტიკულ კომპანიას აერთიანებს.

„შეხვედრას კასპიის ენერგეტიკის კლუბის თავმჯდომარე თელმან ალიევი, კასპიის ენერგეტიკის კლუბის ხელმძღვანელი პირები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსული ბათუმში ფარვიზ ისმაილზადა ესწრებოდნენ.

Caspian Energy Club-ის ინიციატივით ბათუმში ფორუმი გაიმართა, რომელშიც ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები