ქვემო ქართლში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინეს.

როგორც  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევები გამოვლინდა ისეთ საწარმოებში, რომლებიც  გაჯისა და პერლიტის წარმოების, მეორადი ზეთებისა და სახიფათო ნარჩენების (ტყვიის) აღდგენა-გადამუშავების მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას.

“ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე, 2 ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდა. ხოლო 6 ობიექტის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმები.

მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები