ყაზბეგში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2023″ აღინიშნა

ყაზბეგში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2023″ აღინიშნა.

სპორტულ მოედანზე მოწყობილი იყო გასართობი და შემეცნებითი კუთხეები, კვებისა და საბავშვო სივრცეები.

გაიმართა დოღი და შეჯიბრი მკლავჭიდში, რეგიონის მახასიათებლებით შერჩეული გასტრონომიული და ხელნაკეთი პროდუქციის, წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

მოეწყო ფოლკლორული საღამო მცხეთა-მთიანეთის მხარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

მოხევეებს ტრადიციული სახალხო დღესასწაული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საპატიო სტუმრებმა მიულოცეს.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ხუთი ადგილობრივი, ხევის საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდა.

დღის ბოლოს კი, მუსიკალური საღამო გაიმართა ნატო გელაშვილისა და ძმები ჭოხონელიძეების მონაწილეობით, რომელიც DJ გიგა პაპასკირმა დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები