გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს 07:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს წეროვანში;

ასევე, 08:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, წეროვანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, აღდგომლიანთკარი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი, ზემოოქროყანა და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 19:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, სეთურნი, საკრამულო და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბნისთავი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები