თორნიკე ჭეიშვილი: პრემიერის მოხსენებაში საუბარია ეკონომიკურ ზრდაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობაზე

„საქართველო ახერხებს იმას, რომ მას ჰქონდეს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. სწორედ ამაზეა საუბარი მათ შორის წარმოდგენილ მოხსენებაში,“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი არის დასმული ისევ და ისევ ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია ქვეყნის გამთლიანება,

„გარდა ამისა ბუნებრივია დაფარულია ისეთი საკითხები, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალური პროგრამების მიმდინარეობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი არის დასმული ისევ და ისევ ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია ქვეყნის გამთლიანება, დეოკუპაცია და ბუნებრივია ამ თვალსაზრისითაც კიდევ ერთხელ არის გააზრებული ის პოლიტიკური ნაბიჯები საგარეო ფრონტზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა“, – აცხადებს ჭეიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 27 ივნისს მოისმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები