სამხრეთ კორეა, სამხედრო მდგომარეობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ახალ პრეზიდენტს ირჩევს
მილიონობით სამხრეთ კორეელი მონაწილეობს ვადამდელ არჩევნებში, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის შემდეგ დაინიშნა, – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
მედიის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ხმათა უმრავლესობით, ოპოზიციის წარმომადგენელი, ლი ჯე მიუნგი ლიდერობს, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენელი კიმ მუნ სუ, იუნის კაბინეტის ყოფილი წევრი, მას ჩამორჩება.
ხელისუფლებამ არჩევნებთან დაკავშორებით საგანგებო უსაფრთხოების უმაღლესი დონე გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველა პოლიციელის მობილიზება იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს, რისი მიზეზიც მის მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება გახდა.