“ოპოზიციურ ფლანგზე არსებობს გარკვეული დაძაბულობა, ვინაიდან გარკვეული პარტიები ხვდებიან, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მათი პოლიტიკური რეიტინგი გაქრება” – ჩოჩია
“ოპოზიციურ ფლანგზე არსებობს გარკვეული დაძაბულობა, ვინაიდან გარკვეული პარტიები ხვდებიან იმას, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მათი პოლიტიკური რეიტინგი, რომელიც ისედაც ნულს უტოლდება, ფაქტობრივად საერთოდ გაქრება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ვახტანგ ჩოჩია აცხადებს.
“აქ ცხადია დესტრუქციული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები დაკავებულები არიან მათი ბულინგით, თუმცა გასაკვირი არ არის, რომ მათაც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ეს მათზე არ არის დამოკიდებული, ცხადია, ისინი გარედან რა დავალებასაც მიიღებენ, პირნათლად შეასრულებენ ამ დავალებას”, – აცხადებს ჩოჩია.