ზუგდიდში უგზო-უკლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ქალაქ ზუგდიდში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
“ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან გაიმართა.

ღონისძიებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ასოციაცია ქსენონის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, ზუგდიდთან ერთად დღეს თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში აღინიშნა.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის – 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები