“ყველაფერი კარგად არის, ცოცხალი ვარ” – ტელეგრამის არხმა პრიგოჟინის ვიდეო გაავრცელა

“ვაგნერის” დამფუძნებელ, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულმა ტელეგრამის არხმა Grey Zone-მა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც რამდენიმე დღის წინ ავიაკატასტროფაში, სავარაუდოდ დაღუპული პრიგოჟინი ამბობს, რომ “ცოცხალია და ყველაფერი კარგად არის”.

„მათთვის, ვინც მსჯელობს, ცოცხალი ვარ თუ არა, როგორ ვარ… უქმეებია, 23 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი, აფრიკაში ვიმყოფები. ჩემი ლიკვიდაციის, ინტიმური ცხოვრების, შემოსავლის, სხვა ყველაფრის განხილვის მოყვარულებს – ყველაფერი რიგზეა”, – ამბობს პრიგოჟინი.

აღსანიშნავია, რომ პრიგოჟინის სავარაუდო დაღუპვის შემდეგ მასთან დაკავშირებული ტელეგრამის არხი საარქივო მასალებს აქვეყნებს, მათ შორის, პრიგოჟინის აუდიო ჩანაწერი იყო გამოქვეყნებული, რომელშიც “ვაგნერის” ხელმძღვანელი განმარტავს, თუ რატომ აჯანყდა მიმდინარე წლის ზაფხულში.

ტელეგრამის არხს ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები