30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ – შოთა რეხვიაშვილმა, ქუთაისში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
ღონისძიებას ქუთაისის მერის მოადგილე – თამარ დახუნდარიძე, “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა” და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების აქტიური ჩართულობით, ავტომშენებლის გამზირზე არსებულ მემორიალთან გაიმართა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, დედაქალაქთან ერთად, წელს ქალაქებში: გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც აღინიშნა.
საქართველოში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.