ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერიის სხდომა გაიმართა

ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ოზურგეთის განახლებას ეხება.

„ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს – ი. შემოქმედელის ქუჩიდან – სოფ. მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება – ახალ გზას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მხარდაჭერით გავაკეთებთ და ამისთვის 1 066 916.98 ლარი დაიხარჯება,“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერმა, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით უკვე მომზადდა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რაც მინდა გაგიზიაროთ – მოვამზადეთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები: სოფელ დვაბზუ – ნასაკირალის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზე, 4776 მ მონაკვეთზე, რომლის ღირებულებაც 2 305 440 ლარს შედაგენს; სოფელ ბაილეთში სკოლის მიდებარედ შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზე 665 მ სიგრძის მონაკვეთისთვის 403 760 ლარი დაიხარჯება; სოფელ ბაილეთის ცენტრიდან ჭანიეთურის საზღვრამდე შიდა სასოფლო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც 3324 მონაკვეთისთვის 4 1 416 670 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროექტები საკრებულოს შესაბამისი განკარგულების მისაღებად უკვე წარედგინა, ჩვენ კი ვმუშაობთ დამატებითი თანხების მობილიზებისათვის, რათა გონივრულ ვადაში მოვახერხოთ პროექტების განხორციელება,“- აღნიშნავს ოზურგეთის მერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები