ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში სასმელი წყლის ახალი სისტემის მშენებლობის სამუშაოები იწყება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში სასმელი წყლის ახალი სისტემის მშენებლობის სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ მერიის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამუშაოების განსახორციელებლად 584 649.73 ლარი დაიხარჯება და, პროექტის დასრულების შემდეგ, უწყვეტი წყალმომარაგებით 90 ოჯახი ისარგებლებს.
„ვასრულებთ თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ დაპირებას და ვიწყებთ სოფელ ნაღობილევში (ე.წ. პირველი ბრიგადის უბანი) სასმელი წყლის ახალი სისტემის მოწყობის და მშენებლობის სამუშაოებს – პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 584 649.73 ლარს. პროექტის დასრულების შემდეგ, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს 90 ოჯახი”, – აღნიშნავს თალაკვაძე.