გურიაში 1, 2, 3 სექტემბერს ველო ტური გაიმართება
ოზურგეთის მერიის მხარდაჭერითა და კავკასიის ველო ქსელის ინიციატივით, გურიაში 1, 2, 3 სექტემბერს ველო ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ველოსიპედისტები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის უცხოელი სტუმრები – ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე განაცხადა.
„განვაგრძობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით ახალი პროექტების მხარდაჭერას. ამ მიზნით, მერიის მხარდაჭერითა და კავკასიის ველო ქსელის ინიციატივით, გურიაში 1, 2, 3 სექტემბერს გაიმართება ველო ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ველოსიპედისტები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის უცხოელი სტუმრები. ველოტური ჩატარდება ოზურგეთი-ბახმარო-გომისმთა-ოზურგეთის მარშრუტზე. გთავაზობთ და გიწვევთ, რომ თქვენც ჩაერთოთ ამ კამპანიაში, რათა ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ოზურგეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.