ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოქროს მედალოსანი და 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები დაჯილდოვდებიან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოქროს მედალოსანი და 100%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდები დაჯილდოვდებიან – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა სტუდენტს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების სტიმულირების პროექტებს და 7 სექტემბერს, წვერმაღალას პარკში ველოდებით ოქროს მედალოსან და ეროვნული გამოცდების შედეგად 100% გრანტის მფლობელ ახალგაზრდებსა და მათ პედაგოგებს, დაჯილდოების ცერემონიაზე. ოქროს მედალოსანი 88 ახალგაზრდა დაჯილდოვდება 300 ლარით; ხოლო 100 % გრანტის მფლობელი ახალგაზრდები 3000 ლარით, აღმზრდელ სკოლებს გადაეცემათ 1500-1500 ლარი”, – განაცხადა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები