გორში, მდინარე მტკვარზე არსებულ გადასასვლელ ხიდზე დეკორატიული განათება მოეწყო

გორში, მდინარე მტკვარზე არსებულ გადასასვლელ ხიდზე დეკორატიული განათება მოეწყო.

ხიდის ბურჯებზე 18 ერთეული „ლედ” სანათი დამონტაჟდა.

“ქალაქის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს მიერ სხვადასხვა სახის სამუშაოები ხორციელდება. სკვერებში უკვე გამოიცვალა დაზიანებული სკამები და სანათები, სამღებრო სამუშაოები ჩატარდა პაპიტაშვილის ქუჩაზე და კომბინატის დასახლებაში არსებულ ხიდებზე.

სამწუხაროდ, ქალაქის მასშტაბით არსებულ საერთო სარგებლობის სივრცეებში კვლავ აღინიშნება ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტები. დაზიანებული ინვენტარის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდა.

კეთილმოწყობის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გავუფრთხილდეთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე. თითოეული ჩვენგანი თანაბრადაა პასუხისმგებელი ჩვენს საცხოვრებელ გარემოში სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვასა და უზრუნველყოფაზე”,- აღნიშნულია კეთილმოწყობის სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები