ავთანდილ გულიკაშვილი საგარეჯოს სახანძრო-სამაშველო სამსახურს ეწვია
დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკ მამუკა სეფიაშვილთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ბულკაშვილთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის საგარეჯოს სახანძრო-სამაშველო სამსახურს ეწვია, ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
„შოვის ტრაგედიის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მაშველებს შეხვდა, მადლობა პირადად გადაუხადა , გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის, სპეციალური ჯილდო და მადლობის სიგელი გადასცა.
საგარეჯოს სამაშველო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ივანე ქვრივიშვილი, გათვლის უფროსი, ლაშა სტეფანიშვილი, მეხანძრე – მაშველი, ავთანდილ პასიკაშვილი – მეხანძრე-მაშველი, ვანო ყველიაშვილი – მეხანძრე-მაშველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ოთხივე მაშველმა სამაშველო მისია 7 დღის განმავლობაში შეასრულა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.