თორნიკე რიჟვაძე თურქეთის პარლამენტის წევრ ფარუქ ჩელიკს და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენს მაჰმუთ ასმალს შეხვდა

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ართვინის დეპუტატთან თურქეთის პარლამენტში, ფარუქ ჩელიკთან და დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტთან მაჰმუთ ასმალთან შეხვედრა გამართა”, – ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია MUSIAD ოპერირებს 81 ქვეყანაში, მათ შორის ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, ორგანიზაციას 14 ათასზე მეტი წევრი ჰყავს.
„ასოციაციამ თავისი წარმომადგენლობა ბათუმშიც გახსნა. MUSIAD-ი ბიზნესმენებისა და მრეწველების ინიციატივით დაარსდა და 60 ათას საწარმოს და 2 მილიონამდე დასაქმებულს აერთიანებს.
აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით. ასევე, განხილულ იქნა ასოციაციის ბათუმის ახალი წარმომადგენლობის როლი ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების მხრივ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ასოციაცია მუსიადის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, საზღვარგარეთ არსებული წარმომადგენლობების ხელმძღვანელმა პირებმა, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში.
აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები