საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კაკაბეთის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
მათი ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა პირველ მოადგილესთან, ემზარი კუჭუაშვილთან ერთად სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, დეტალურად გაეცნო შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და დამატებითი საჭიროებების შესახებ ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, 80 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და ასევე აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო, განათებით, ატრაქციებითა და გასართობი სივრცეებით.