“გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ” – გოჩა ქავთარაძე
მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა, რომ შიომღვიმის მონასტერთან გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა.
როგორც მან აღნიშნა, ელოდებიან მათ დასკვნას და ამ დასკვნიდან გამომდინარე იმოქმედებენ.
“წინამძღვართან კოორდინებული მუშაობით გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები, რომ შეიზღუდა მომლოცველთა და ტურისტთა შემოსვლა, ამ რეჟიმში ვართ ახლაც. გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ”, – განაცხადა ქავთარაძემ.